Trending News

სერენა ვილიამსის ლეგენდარული კარიერა დასრულდა

0 31

სერენა ვილიამსის ლეგენდარული კარიერა დასრულდა US Open შეჯიბრზე მისი მესამე წრეში წაგების შემდეგ ავსტრალიელ აილა ტომლიანოვიჩთან.

40 წლის სერენა ვილიამსი გეგმავს დატოვოს ჩოგბურთის კარიერა. ეს მისი ბოლო ტურნირი იყო.

სერენამ პირველი დიდი ტიტული მოიპოვა 1999 წელს, როდესაც 17 წლის ასაკში US Open- ის ფინალში გაიმარჯვა მარტინა ჰინგისთან, რომელიც იმ დროის მსოფლიოს #1 ჩოგანი იყო.

იგი ფლობს ასევე US Open-ის 6-გზის გამარჯვებულის ტიტულს (იგივენაირად, როგორც ქრის ევერტი). თუმცა ასევე 2 დიდი წაგება იგემა ამავე კორტებზე 2008 (მეტოქეობა კიმ კლაისტერთან) და 2019 წლებში (მეტოქეობა ნაომი ოსაკასთან), ფინალურ თამაშებში.

სერენამ დიდი მუზარადების შეჯიბრებში ერთეულებში 23-ჯერ გაიმარჯვა. მას სჯობნის მხოლოდ ავსტრალიელი მარგარეტ კორტი 24 ტიტულით დიდი მუზარადების შეჯიბრებზე გამარჯვებებით.

გამოცემა “Vogue”-სადმი მიცემულ ინტერვიუში სერენამ ახსენა, რომ გეგმავს ფოკუსირებას თავის ბიზნეს ინტერესებზე და ოჯახზე. თავისი ნაბიჯის “პენსიაზე გასვლით” დახასიათების თაობაზე თქვა, რომ ეს სიტყვა არ არის მისთვის თანამედროვე. სერენას ჰყავს 5 წლის ქალიშვილი, ოლიმპია, კომპანია “რედიტის” თანადამფუძნებლისგან, ალექსის ოჰანიანისგან. ბოლო, 2017 წლის დიდი მუზარადის ტურნირში სერენამ ოლიმპიაზე 2 თვის ფეხმძიმე მდგომარეობაში გაიმარჯვა.

სერენა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჩოგბურთელია. დიდი მუზარადების შეჯიბრებების გარდა, მას მოგებული აქვს 14 დიდი მუზარადი წყვილებში და 2 – შერეულ წყვილებში. მთლიანობაში 39 დიდი მუზარადის ტურნირი. ვილიამსს მოგებული აქვს ასევე 4 ოლიმპიადა, 1 – ერთეულების ასპარეზობაში 2012 წელს ლონდონში, ხოლო 3 – დასთან, ვინუსთან ერთად: ბეიჯინში 2000 წ., ბეიჯინში 2008 წელს და ლონდონში 2012 წელს.

სერენა არის მოთამაშე, რომელმაც 2017 წელს დიდი მუზარადი – Australian Open მოიგო 36 წლის ასაკში, რითაც გახდა ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონი დიდი მუზარადების ისტორიაში. არც ერთ ქალ ჩოგბურთელს არ მოუგია ამდენი ტიტული 30 წლის შემდგომ, რამდენიც მოიგო სერენამ. არც ერთ სხვა ქალ ჩოგბურთელს არ მოუპოვებია 3 ტიტულზე მეტი დიდი მუზარადის შეჯიბრებებში 30 წლის ასაკის შემდეგ. მთლიანი კარიერის მანძილზე უშუალოდ კორტზე სერენამ გამოიმუშავა $94,6 მლნ, ამ თანხით ის წინ უსწრებს ყველა ქალ ჩოგბურთელს ისტორიაში, მამაკაცებიდან კი უთმობს მხოლოდ ნოვაკ ჯოკოვიჩს, როჯერ ფედერერს და რაფაელ ნადალს.

ფორბსის შეფასებით, სერენა ვილიამსის ქონება შეადგენს $260 მლნ-ს. ამ თანხით იგი შედის აშშ-ს 90 უმდიდრეს ქალთა სიაში 2022 წელს.

წყარო: https://www.forbes.com/sites/siladityaray/2022/09/02/serena-williams-legendary-career-ends-after-third-round-us-open-loss/?sh=6cf28f7a7edc

იხილეთ აგრეთვე სოფიო შაფათავას სტატია რუბრიკაში “ჯანმრთელობა და სპორტი”.

You might also like
დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტა არ გამოჩნდება საჯაროდ