?? ?? დღეს ეროვნულმა ბანკმა ერთიანი ევრო გადახდების სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარადგინა. SEPA – ში გაწევრიანება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.
აღსანიშნავია, რომ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ევრო გადახდების სივრცეში გაერთიანების განაცხადი შეიტანა. პროექტის მიზანია, ევროპის მასშტაბით, გადახდების ერთიანი და სტანდარტიზებული სისტემის შექმნა.
საქართველოს #SEPA – ში გაწევრიანებით:
✔ მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს საფინანსო სექტორის სანდოობა საერთაშორისო არენაზე
✔ გაიოლდება ევროპის ეკონომიკურ სივრცესთან სავაჭრო ურთიერთობები
✔ საქართველოს მოქალაქეები გამარტივებული და იაფი მომსახურებით ისარგებლებენ
?? წევრობაზე განაცხადს ევროპული გადახდების საბჭო, European Commission – თან კონსულტაციით, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ნოემბერში განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას.
ვრცლად: bit.ly/NBG-SEPA
წყარო: http://bit.ly/NBG-SEPA