Trending News

“სოთბიმ” ლუი ვიტონის და ნაიქ ეარ ფორსის კოლაბორაციის 9 წყვილი გაიტანა აუქციონზე

0 30

2022 წლის იანვარში ლეგენდარული კოლაბორაციის – Louis Vuitton x Nike “Air Force 1” პირველი ინსტალაცია, შექმნილი ლუი ვიტონის გარდაცვლილი სამხატვრო ხელმძღვანელის (2018-2021 წწ. უშუალოდ გარდაცვალებამდე კიბოს დიაგნოზით)- ვირჯილ აბლოს მიერ – გავიდა ბაზარზე სოთბის აუქციონიდან.

მოგვიანებით, მას დაემატა კიდევ 9 წყვილი, რომლებიც დამზადდა 2022 წლის ივნისში.

ამ კოლაბორაციამ წარმოშვა ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული, მაღალი კლასის სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც ოდესმე შექმნილა. მთლიანობაში ვირჯილმა ამ კოლაბორაციაში შექმნა 47 წყვილი სპორტული ფეხსაცმელი. ისინი გამორჩეული იყო იმით, რომ ვირჯილმა ამ კოლექციისთვის გამოიყენა იგივე მასალები, რამ მამაკაცების ლუი ვიტონის კოლექციისათვის, შეამკო მისთვის დამახასიათებელი სიმბოლოებით და გრაფიკით, რომლებსაც თავის კოლექციებში იყენებდა. აგრეთვე, შეიტანა ჰიპ-ჰოპ-ის ელემენტები იმ კულტურის პატივსაცემად, რომელმაც ვირჯილის ფორმირებაზე მოახდინა გავლენა.

თითო წყვილზე საწყისი ბიდი იწყება 100.000 ფუნტი სტერლინგიდან.

ვაჭრობა გაიმართება მიმდინარე წლის 9 სეტემბერს.

დასათვალიერებლად, შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: https://www.sothebys.com/en/buy/auction/2022/string-theory-2/nike-x-louis-vuitton-air-force-1-full-collection

წყარო: www.sothebys.com

You might also like
დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტა არ გამოჩნდება საჯაროდ